კილაძე: ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ევროპული ოჯახის წევრი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის  სოფო კილაძის განცხადებით, დღეს მსოფლიოში არსებულ უმძიმეს ვითარებაში საქართველო წარმატებით უმკლავდება გამოწვევებს და ამას აღნიშნავს მთელი საერთაშორისო საზოგადოება.

მისივე შეფასებით,  ამის დასტურია „დეილი სიგნალის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიაც სათაურით „საქართველო წარმოადგენს ამერიკის გამოცდილ მოკავშირეს საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში“, რომელშიც პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო ბევრ კრიტიკულ გლობალურ საკითხში აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, ევროპელი პარტნიორები აღნიშნავენ იმას, რომ საქართველო ძალიან თამამად და ძალიან კარგად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს წინაშე, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე არის. ვფიქრობ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ევროპული ოჯახის წევრი და ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან რთულ პირობებში მაქსიმალური კონსოლიდაცია ისე, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პატარა ქვეყანას მოვუაროთ შესაბამისად. ამიტომ, ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენი პატარა ქვეყნის ასეთ დიდ ძალისხმევას ნამდვილად ადეკვატურად აფასებენ, ხედავენ და მათთვის ეს ყველაფერი არის ძალიან მისაღები და ძალიან კარგი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად