კილაძე: “პატრიოტთა ალიანსზე” გვიკიჟინებენ და ბოკერია და ბურჯანაძე შეხმატკილებული საუბრობენ

ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამ შეთანხმებით ყველაზე მოგებული დარჩა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება. ყველა პოლიტიკურმა ძალამ ძალიან დიდი დრო და რესურსი დავხარჯეთ ამ კინკლაობაში. ამ პროცესში ჩვენ მოგვიწია ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეწუხება, თუმცა მათი მადლობლები ვართ. დღეს ვითარება სხვაგვარია. ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ და დაჩი ბერაიამ განაცხადეს, რომ მათთვის მთავარი იყო სტაბილურობის შენარჩუნება და ამ მოდელით სტაბილურობის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ “ქართული ოცნება” 40%-ზე მეტს მოიპოვებს არჩევნებში.

დარწმუნებული ვარ კოალიციური მთავრობის დღის წესრიგი არ დადგება.

ღიმილისმომგვრელია „ოცნებას“ რომ უკიჟინებენ „პატრიოტთა ალიანსს“ ხელიც კი არ უნდა ჩამოართვასო და მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ბოკერია და ბურჯანაძე ისევე როგორც სხვები “პროევროპელებად რომ მოაქვთ თავი, მშვენივრად შეხმატკილებურად საუბრობენ ბურჯანაძესთან “, – განაცხადა კილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად