კილაძე: NDI-ის ერთ-ერთი ორგანიზაციის კვლევის დეტალებში შესვლას აზრი არ აქვს

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომლის თანახმად, NDI ის კვლევა არის დაკვეთილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ.

“ძალიან ბევრი კუთხით ჩვენთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ძალიან ბევრი კარგი საქმე უკავშირდება მათ სახელს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, NDI -ის კვლევას ახორციელებს უშუალოდ ერთერთი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ “ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული და აქედან გამოდის ის არასწორი დასკვნები, რასაც სამწუხაროდ NDI-სგან არაერთხელ ვიხილეთ არაერთი არჩევნების საფუძველზე. ეს ფაქტობრივად მიანიშნებს იმაზე, რომ ეს კვლევები, სამწუხაროდ არასაანდოობით სარგებლობს ჩვენს საზოგადოებაში”,-აცხადებს სოფო კილაძე.

რაც შეეხება შეკითხვას, რომ ამ კვლევებში ყველაზე პოზიტიურად შეფასებული ფიგურა არის მინისტრთა კაბინეტის წევრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე, სოფო კილაძემ განაცხადა, რომ დეტალებში შესვლას აზრი არა აქვს.

“დეტალებში შესვლას აზრი არა აქვს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ NDI-სთან თანამშრომლობას როგორც პოლიტიკური გუნდი​ და ბევრი კარგი საქმე უკავშირდება მის სახელს, თუმცა, მეორე მხრივ, არის ეს კვლევები, რომელსაც უშუალოდ არა NDI, არამედ ერთერთი ორგანიზაცია ატარებს და ამ კვლევებმა თავისი შედეგებიდან გამომდინარე დაანახა საზოგადოებას, რომ არ არის ის შედეგები, რაც საბოლოოდ, ხალხის აზრს ასახავს”-თქვა სოფიო კილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...