კილაძე: “ნაცმოძრაობა” ჩამოყალიბდა, როგორც თეატრალური დასი, მასხარაობა აქვთ დარჩენილი

ამის შესახებ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ოპოზიციის ბოიკოტს თეატრალურ წარმოდგენად აფასებს.

“ნაცმოძრაობა” საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც თეატრალური დასი. ისინი არ მონაწილეობენ საპარლამენტო ცხოვრებაში, არ ასრულებენ თავის ფუნქციას, როგორც ოპოზიცია, რაც მათ დემოკრატიულ სახელმწიფოში ეკისრებათ. ისინი გადავიდნენ მხოლოდ პერფორმანსებზე. მხოლოდ პერფორმანსები და მასხარაობა აქვთ დარჩენილი.

პრეზიდენტის გადასაწყვეტია რა აქცენტებს გააკეთებს. გასული წელი იყო რთული, არ იყო მარტივი, პოლიტიკურად ძალიან დატვირთული წელი იყო და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ საკითხებზე გააკეთებს აქცენტს,” – განაცხადა სოფო კილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად