კილაძე: კიტა იზორიას აქვს ფსიქიკური პრობლემა. მისი ვიდეოს გასაჯაროება დიდი უზნეობაა

​ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს, ტელეკომპანია “მთავარში” გავრცელებული კადრების კომენტირებისას განუცხადა, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას ძმა ფიგურირებს. 

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, კიტა იზორია ბევრი წელია ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დეპუტატი უფლებადამცველებს მოუწოდებს, შშმ პირის უფლების დარღვევის ფაქტს შეფასება მისცენ.

„ლევან იზორიას ძმას, როგორც მისმა ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, აქვს ფსიქიკური პრობლემა, რომლის შესახებაც ცნობილია „ნაციონალური მოძრაობისთვისაც” და ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის”. ამის მიუხედავად, ამ ადამიანის ვიდეო გასაჯაროვდა, რაც ვფიქრობ, დიდი უზნეობაა, მით უფრო როდესაც ეს ხდება მის ძმაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით. ამ შემთხვევაში, ბატონ იზორიას, როგორც შშმ პირის უფლება ფეხქვეშ იქნა გათელილი.

ჩემი ინფორმაციით, ბატონი კიტა იზორია ბევრი წელია ფსიქიატრების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ის მკურნალობის კურსს გადის, მათ შორის მოცემულ პერიოდშიც. ასეთი ადამიანის კადრების გასაჯაროვება, დიდი უზნეობაა და სამწუხაროა, რომ მისი და მისი ოჯახის უფლებების დარღვევა მოხდა. სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე, განსაკუთრებით შშმ პირების უფლებებზე მომუშავე უფლებადამცველებს მოვუწოდებ, მისცენ შეფასება „ნაციონალური მოძრაობის” და ტელეკომპანია „მთავარი არხის” უზნეობას,”- განაცხადა სოფო კილაძემ.

პოლიციელზე ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით,  სოფო კილაძემ განმარტა, რომ 2014 წლის შემდეგ ეს ადამიანი ორჯერ დაწინაურდა.

ცნობისთვის: 23 იანვარს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტის თანახმად, 2014 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან იზორიას ძმა ვახტანგ (კიტა) იზორია დააკავეს. სიუჟეტში პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც უშუალოდ დააკავა იზორია მომხდარის შემდეგ მის მიმართ დაწყებულ დევნაზე საუბრობს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად