კილაძე დეპუტატის შესაძლო ძალადობის ფაქტზე: სასწრაფოდ არის სიმართლე გასარკვევი

“შემაშფოთებელია გავრცლებული ინფორმაცია. სასწრაფოდ არის სიმართლე გასარკვევი. ბუნებრივია, დაუშვებელია ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.”

ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე  თბილისის საკრებულოს თანამშრომლის მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტზე  ტელევიზიით გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

გუშინ, “მთავარი არხის” ტელეეთერში გაუსლი სიუჯეტის მიხედვით,  საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს, მისი თანაშემწე ქალი ძალადობაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე მხარე, საკრებულოს დეპუტატიც და თანამშრომელი ქალიც გამოიკითხნენ ორი დღის წინ, ასევე საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა, რაიმე კავშირი ან ინფორმაცია ჰქონდეს მომხდართან დაკავშირებით.

დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად