კიკბოქსიორი ლუკა შონია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

20 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლუკა შონიამ საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაციის – WAKO-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე შონიამ -67 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და 4 შეხვედრის მოგებით ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ანგოლელი, რუსი და უკრაინელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ქართველმა კიკბოქსიორმა ფინალში ყაზახ ნურსულთან ხასანოვს სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაცია – WAKO აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია სოკ-თან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კიკბოქსინგის ოლიმპიურ პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად