კიევში, უცნობი მამაკაცი ხიდის აფეთქებით იმუქრება (ვიდეო)

კიევში, უცნობი მამაკაცი ხიდის აფეთქებით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას “Громадське” პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეტროპოლიტენის პოლიციის კომუნიკაციების განყოფილების უფროსის მოადგილის, იანა ნერუშის თქმით, ხიდზე იმყოფება  ადამიანი, რომელიც  სროლითა და აფეთქებით იმუქრება.

ადგილზე სამართალდამცველები და საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული. პოლიცია ფაქტს ადასტურებს და განმარტავს, რომ ხიდზე მოძრაობა შეზღუდულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად