კიევში, ტელეკომპანია “112 უკრაინას” შენობას ყუმბარა ესროლეს

კიევში, ტელეკომპანია “112 უკრაინას” შენობას ყუმბარა ესროლეს. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

კიევის ეროვნული პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველებმა მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.

ადგილობრივი დროით, 03:40 საათზე პოლიციამ მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ  შეჩენკოს რაიონში აფეთქების ხმა გაიგო. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები, კინოლოგები, საპატრულო ეკიპაჟები, ასევე საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფები გამოცხადდნენ.

გამოკვლევის დროს მათ ყუმბარმტყორცნი აღმოაჩინეს, რომელიც ექსპერტიზაზე გადაგზავნეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქალაქში თავდამსხმელის დასაკავებლად პოლიცია სპეციალურ ოპერაციას ატარებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით (ტერორისტული აქტი) დაიწყო.

სამართალდამცავების ძალისხმევა მიზნად ისახავს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა იდენტიფიცირებას და დაპატიმრებას, ასევე თავდასხმის მოტივების დადგენას.

ყველა შეგროვებული მასალა უკრაინის უშიშროების სამსახურს შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცემა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...