კიევში, საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

დღეს, უკრაინის ნაციონალური პოლიციის კიევის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა სოციალურ ქსელში ვიდეო კადრები და ინფორმაცია გაავრცელა, ბანდიტური დაჯგუფების დაკავების შესახებ, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან შედგებოდა. თუმცა, არ იყო დაკონკრეტუებული რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ბანდიტური დაჯგუფების 3 წევრი, საქართველოს მოქალაქეები:  მირიან გოჩაძე, თენგიზ ზანაძე და ლევან ხუციშვილია. ნებიტოვის ინფორმაციით, სამივე მათგანი უკრაინულმა პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა.

“აიპრესს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამივე მათგანის დაკავების ფაქტი დაუდასტურეს.

ასევე, “აიპრესს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ “საელჩოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები სამართლადარღვევაზე”.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, მირიან გოჩაძე და თენგიზ ზანაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომლები იყვნენ. კერძოდ მირიან გოჩაძე შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი უფროსია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად