კიევში, რუსული დიპლომატიური ნომრებით ავტომობილი დაიწვა

კიევში არსებული რუსეთის საელჩოს შენობიდან არც ისე დიდი მანძილის დაშორებით ავტომობილი დაიწვა, რომელსაც რუსული დიპლომატიური ნომრები ჰქონდა. ამის შესახებ Gazeta.Ru წერს.

სანომრე ნიშნები რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საკონსულო განყოფილებასა და დიპლომატიური პერსონალის წევრებს ეკუთვნის.

უკრაინის საზღვაო ძალების ხომალდების დაცხრილვის გამო გამართულ საპროტესტო აქციის ფარგლებში, ასობით მოქალაქე რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბა. იქ შეკრებილებმა საელჩოსთან საბურავები მიიტანეს და დაწვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად