კიევში გამართულ მიტინგზე პოროშენკოს და მის მეუღლეს კვერცხები ესროლეს (ვიდეო)

კიევში „წითელი ხაზების“ მიტინგზე, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრ პოროშენკოს კვერცხები ესროლეს. შესაბამისს ვიდეოს News Front-ი ავრცელებს.

უცნობმა პირმა, ყოფილი პრეზიდენტის მიმართულებით, მაშინ, როდესაც იგი სცენაზე იდგა და უკრაინის ჰიმნი სრულდებოდა, კვერცხები ისროლა. პოროშენკოს გარდა, ერთი კვერცხი მის მეუღლესაც მოხვდა.

8 დეკემბერს, კიევში გაიმართა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელზეც მოქალაქეები უკრაინის მოქმედი პრეზიდენტისგან ვლადიმირ ზელენსკისგან ითხოვდნენ, რომ „ნორმანდიული ოთხეულის“ მომავალ სამიტზე არ გადაეკვეთა „წითელი ხაზები“. საპროტესტო აქცია პარტიების „ევროპული სოლიდარობა“, „ბატკივშინა“ და „ხმა“ მიერ იყო ორგანიზებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად