კიევში გამართულ კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატზე მზეჭაბუკ მახარაძემ 2 ოქროს მედალი მოიპოვა

2019 წლის 1 დეკემბერს კიევში გაიმართა უკრაინის საერთაშორისო ჩემპიონატი კარატეში, რომელიც უკრაინის შოტოკან კარატეს ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. ამ ტურნირზე 20-მდე ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას მათ შორის იყვნენ ქართველი კარატისტები.

ამ ტურნირზე მზეჭაბუკ მახარაძემ 2 ოქროს მედალი მოიპოვა უფროსი კატეგორიის ინდივიდუალურ კატაში. უკრაინის საერთაშორისო ტურნირებზე, რომელშიც ის 2000 წლიდან რეგულარულად წარმატებით იღებს მონაწილეობას, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საერთო ჯამში 30-მდე მედალი.

მზეჭაბუკ მახარაძე არის კარატეში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზრის ჩემპიონი და ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი, V დანის მფლობელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად