კიევში დაკავებული LifeNews-ის ჟურნალისტები რუსეთში გააძევეს

LifeNews-ის ჟურნალისტები ელიზავეტა ხრამცოვა და ნატალია კალიშევა, რომლებიც უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა 30 იანვარს დააკავა, რუსეთში გააძევეს,-ამის შესახებ ინფორმაციას LifeNews ავრცელებს. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტები დაკითხეს და შემდეგ, გაძევების შესახებ შეტყობინება გადასცეს.

“ჩვენ გვითხრეს, რომ ქვეყნის ტერიტორია დღესვე უნდა დავტოვოთ. ჩვენ აგვიკრძალეს ქვეყანაში 5 წლით შესვლა”,-განაცხადა ელიზავეტა ხრამცოვამ.

ამასთან, როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მრჩეველმა მარკიან ლუბკიევსკიმ აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეები უკრაინის ტერიტორიიდან სინკოვკას გამშვები პუნქტიდან გააძევეს. მისივე თქმით, ჟურნალისტების ქმედებები “უკრაინის ეროვნულ ინტერესებს და ქვეყნის უშიშროებას საფრთხეს” უქმნიდა.

გაძევებისთანავე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქვეყნის სსკს-ს 144 მუხლით საქმე აღძრა, რომელიც ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, არეულობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო, ქვეყნის ხელისუფლებამ კი აღნიშნულ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და ბოევიკების მხარდაჭერის გამო, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, ავსტრალიამ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, საპასუხოდ რუსეთმა აღნიშნული ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა/შეზღუდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად