კიევში ბანკის ფული აფეთქების შედეგად გაიტაცეს (ვიდეო)

კიევში, ბანკის გაძარცვის დროს ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს.

შემთხვევა დღეს დილით, ადგილობრივი დროით დილის 4 საათსა და 10 წუთზე, კიევში, დნიპროს მარცხენა სანაპიროზე მდებარე რუსინოვკას უბანში, ენთუზიასტების ქ. N11-ში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქების ტალღამ, რომელიც ქუჩაში მდებარე ბანკომატიდან გავრცელდა, “ოშადბანკის” განყოფილების ვიტრინები ამოყარა და ჭერი დააზიანა. მძლავრი აფეთქების შედეგად ბანკომატი ერთიანად დაგლეჯილი, ხოლო ქუჩა კი 100 გრივნიანი კუპიურებით იყო მოფენილი. უცნობია, რა რაოდენობის თანხის წაღება მოახერხეს მძარცველებმა, რომლებიც, თვითმხილველთა თქმით, ორნი იყვნენ და შემთხვევის ადგილიდან ძველი მოდელის ფოლკსვაგენ პასატით, მეტრო “სლავუტიჩის” მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად