კიევში აშშ-ს საელჩოს თანამშრომელი პარკში გარდაცვლილი იპოვეს

კიევში აშშ-ს საელჩოს თანამშრომელი, ამერიკელი ქალი რკინიგზასთან ახლოს, პარკში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მედიის ცნობით, ქალი გამვლელმა იპოვა და თქვა, რომ თავის არეში დაზიანება ჰქონდა, სპორტული სამოსი ეცვა და მისი ყურსასმენებიც იქვე იყო. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ განაცხადა, რომ ეძებენ კაცს, რომელსაც მუქი თმა ჰქონდა და მუქი ფერის სპორტულ სამოსს ატარებდა. იქვე აღნიშნულია, რომ უკრაინის პოლიცია საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს, მაგრამ არ არის გამორიცხული შემთხვევითი სიკვდილიც.

როგორც გამოცემა ამბობს, ამერიკის საელჩო უკრაინაში ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად მომხდარის მიზეზების დადგენაზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად