კიევში აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს

ამის ამსახველ კადრებს მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი დავით საყვარელიძე თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, რომ სამართალდამცველები მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებენ. ასევე ცდილობენ აიღონ კარვები, რომელზეც საყვარელიძე პასუხობს, რომ ეს კერძო საკუთრებაა.

შეგახსენებთ, რომ კიევში, უმაღლეს რადასთან, პოლიციელებსა და სააკაშვილის აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი არტემ შევჩენკო ავრცელებს.

მისი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან არის ერთი დაშავებული. შეგახსენებთ, რომ კიევში, უმაღლეს რადასთან ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის და მისი მომხრეების აქცია მიმდინარეობს, რომელსაც სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ორგანიზატორები და მონაწილეები ითხოვენ, მოეხსნათ დეპუტატებს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი, შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, გახდეს პარტიული სიები ღია და შეიქმნას ანტიკორუფციული სასამართლო.

ქალაქის უსაფრთხოების ზომებს ამ წუთებში 3500-მდე სამართალდამცველი იცავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად