კიევში ახალი ქართული კინოს რიგით მე-12 ფესტივალი გაიხსნა

კიევში ახალი ქართული კინოს რიგით მე-12 ფესტივალი გაიხსნა.

ვანო ბურდულის "გაყინული შადრევნების წელიწადი" იყო პირველი ქართული ფილმი, რომელიც კიევში ფესტივალის ფარგლებში უჩვენეს.

27 ნოემბრის ჩათვლით, 7 სხვადასხვა სურათი იქნება ნაჩვენები, მათ შორის: მოირა, სიმინდის კუნძული, მე არ გადამიკვეთავს საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე.

კინოფესტივალის გახსნას საქართველოს ელჩი, ურკრაინის კულტურის მინისტრი, ქართველი და უკრაინელი საზოგადო მოღვაწეები, რეჟისორები და მსახიობები დაესწრნენ.

"რთული პერიოდია უკრაინელებისთვის და ეს ფესტივალი სოლიდარობის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ უკრაინელ კინო მაყურებელს, რომ გაეცნონ ახალგაზრდა რეჟისორების შემოქმედებას"- განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში, მიხეილ უკლებამ.- წყარო რუსთავი 2.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...