კიევმა, დონბასში, სადემარკაციო ხაზზე სიტუაციის გამწვავების შესახებ განაცხადა

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციების შტაბის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრორუსულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა დონბასში იერიში მიიტანეს უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე, რომლებიც დასახლებულ პუნქტებში მდებარეობს.

„ოკუპანტები უტევენ ჩვენს დამცველებს და ამით არღვევენ მინსკის შეთანხმებას. მტერი იყენებს 120 მილიმეტრიან ნაღმტყორცნებს. აგრეთვე, ცეცხლი აქვთ გახსნილი სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნებიდან და მძიმე ტყვიამფრქვევებიდან“, – ნათქვამია შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინელი სამხედროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოწინააღმდეგე გადავიდა აქტიურ სამოქმედო მდგომარეობაზე და სადემარკაციო ხაზის გადაწევის მცდელობები აქვს.

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ, თუმცა მათი რაოდენობა დაზუსტებული არ არის.

„ეს არ არის უბრალოდ ცინიკური პროვოკაცია, რომლის მიზანსაც დებალცევის ჭრილობაზე ფეხის დაჭერა წარმოადგენს და რომელიც ბოლომდე არასდროს მოშუშდება. ეს არის დონბასში მშვიდობიანი პროცესის ჩაშლის მცდელობა, იმ პროცესისა, რომელმაც მართალია მცირე, მაგრამ შეუჩერებელი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი თავის Facebook-ზე მომხდართან დაკავშირებით.

დე ფაქტო ლუგანის რესპუბლიკაში კი აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი ლუგანის ოთხი დასახლებული პუნქტიდან, დიდი კალიბრის არტილერიიდან და ყუმბარმტყორცნებიდან გაუხსნეს.

15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, პრომ პირადად მისთვის უკრაინაში ომი დასრულდა.

„ჩემს მენტალობაში, ჩემს პირად კულტურაში და ჩემს გონებაში მე დავასრულე ომი. ეს ჩვენი ტერიტორიაა.“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად