კიევმა ანექსირებული ყირიმიდან დეპუტატების ერდოღანთან შეხვედრის გამო, ანკარას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ანექსირებული ყირიმიდან დეპუტატთა გარკვეული ნაწილის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს, რის გამოც კიევმა ანკარას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

“პრეზიდენტ ერდოღანსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არალეგალურად არჩეულ პოლიტიკოსებს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შემაშფოთებელია. ამ შეხვედრის გამო, უკრაინამ თურქეთს საპროტესტო ნოტა უკვე გაუგზავნა. თურქეთის ელჩი უკრაინაში უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს”, – განუცხადეს უწყებაში სააგენტო “უკრაინსკაია პრავდას”.

სხვადასხვა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მიიღო, ანექსირებული ყირიმიდან სახელმწიფო სათათბიროს ორი დეპუტატი შედიოდა : ნატალია პოკლონსკაია და რუსლან ბალბეკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად