კიევის სასამართლომ სარჩელი ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე არ დააკმაყოფილა

კიევის სააპელაციო სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებიდან მოხსნის სარჩელის განიხილა და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სხდომას მომჩივანი ადვოკატი ანდრეი ხილკო და ვლადიმირ ზელენსკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხილკო ითხოვდა პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებიდან უკრაინის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო მოეხსნათ.

მომჩივანი მხარის მტკიცებულებით, ზელენსკი 19 აპრილს პეტრე პოროშეკოსთან დებატებზე მოსასვლელად ხალხს ბილეთებს უფასოდ ურიგებდა. საჩივარის ავტორის, ანდრეი ხილკოს თქმით, ეს ფაქტი ამომრჩევლების მოსყიდვაა.

სასამართლომ ვლადიმირ ზელენსკის მხრიდან ვერ დაადგინა ამომრჩევლების მოსყიდვის, ან საარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტი და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება და მასში მონაწილეობას პრეზიდენტობის ორი კანდიდატი – პეტრო პოროშენკო და ვლადიმირ ზელენსკი მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...