კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა

კიევის სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოა ხნის წინ გამოაცხადა. 

სააკაშვილს ბრალად დანაშაულებრივი დაჯგუფებების ხელშეწყობა და მათი დაფარვა ედება.

მანამდე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კიევის სასამართლოსთან, სადაც სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, აქცია გამართეს. კიევის ეროვნული პოლიციის სპიკერის ოქსანა ბლიშიკის განცხადებით, სასამართლოსთან დაახლოებით 250 პოლიციელი იმყოფება, რათა ექსცესები არ მოხდეს.

სასამართლოს შენობასთან იმყოფება სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი და მისი მომხრეები, ასევე პარტია "ბატკივშინას" ლიდერი, იულია ტიმოშენკო. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი უკვე ორ დღეზე მეტია, რაც შიმშილობს, თუმცა თავს კარგად გრძნობს.

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებიდან უკვე 2 დღეზე მეტი გავიდა. ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვდა. 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ საააკშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე საკუთარ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და საკუთარ თავს "დატყვევებული" უწოდა. სააკაშვილის თქმით, მას პატიმრობის არ ეშინია.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად