კიევი მოსკოვს ე.წ. პასპორტიზაციის საშუალებით საკუთარი პოზიციების განმტკიცებაში ადანაშაულებს

უკრაინის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა თვითდაცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მაცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების გაცემით საკუთარი პოზიციები განიმტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა “მოსახლეობის ეგრეთ წოდებული” პასპორტიზაციის “დაჩქარების მიზნით სხვადასხვა ზომებს იღებს”.

უკრაინის დაზვერვის თანახმად, ეს გამოწვეულია იმით, რომ 1 ოქტომბრიდან ოკუპირებული დონბასის ჯარებში “სამხედრო პერსონალს მხოლოდ რუსული პასპორტები ექნება და პირები დადგენილი წესით რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებულად მიიიღებენ”.

”ადგილობრივი მოქალაქეების ხარჯზე, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის გაზრდის გზით, რუსეთი ცდილობს, საერთაშორისო მოლაპარაკებებში საკუთარი პოზიცია გააძლიეროს”,-მიიჩნევენ უკრაინის დაზვერვაში.

განცხადება “ნორმანდიული ფორმატის” მოახლოებული შეხვედრის ფონზე გაკეთდა. საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები სავარაუდოდ შეთანხმდნენ, რომ ამ ფორმატით სამიტის ჩატარება დონბასში ვითარების დარეგულირებას ხელს შეუწყობს. სამიტის  ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად