კიევ-პეჩერის ლავრის მიტროპოლიტს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა

კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პაველს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიტროპოლიტი რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მას Covid-19 ტიპის ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ, 4 აპრილს კიევ-პეჩერის ლავრა მორწმუნეებისთვის დახურეს. ღვთისმსახურება დახურულ კარს მიღმა იმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად