“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკურია” – გიორგი ბარამიძე პროკურატურას პასუხობს

“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკურია” – ასე ეხმაურება “რუსთავი 2”-ის ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე პროკურატურას.

ბარამიძე ამბობს, რომ თუ პროკურატურა გამოძიების დასრულებამდე მელიას ციხეში ყოფნას მიზანშეწონილად არ თვლის, მაშინ მისთვის გაუგებარია აღკვეთი ღონისძიების სახედ გირაოზე დაბრუნება რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება.

“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. ეს შეთავაზებაც პოლიტიკურია და არა სამართლებრივი. სასამართლომ გააუქმა გირაოს თაობაზე გადაწყვეტილება და მის ნაცვლად აღკვეთ ღონისძიებად გამოიყენა პატიმრობა. თუ პროკურატურა არ თვლის მიზანშეწონილად, რომ ნიკა მელია გამოძიების დასრულებამდე უნდა იყოს საპყრობილეში, მაშინ გირაოზე დაბრუნება რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამოდის? ეს ჰგავს იმას, რომ რაღაცა მაინც ჩვენი გავიტანოთო”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ განაცხადა: გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მივმართავთ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...