კიდევ ერთი ინფიცირებული ქობულეთის კლასტერიდან-Covid-19 10 წლამდე ბავშვს დაუდგინდა

ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ინფიცირებული 10 წლამდე ბავშვია.

მინისტრის მოადგილის თქმით, ინფიცირებული ბავშვის ოჯახის რამდენიმე წევრს, კორონავირუსი წინა დღეებში დაუდასტურდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნინო ნიჟარაძის თქმით საშუალება სიმძიმისაა.
“დაგვემატა ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელიც არის ქობულეთის კლასრერიდან და არის იმ იჯახიდან, საიდანაც უკვე გვყავს რამდენიმე ინფიცირებული პაციენტი. ის გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, 10 წლამდე ბავშვის მდგომარეობა არის სტაბილური, არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა”, – აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...