კიბოსგან განკურნების აღნიშვნისას ქალები ჩამონგრეულმა კლდემ იმსხვერპლა

ტრაგიკული შემთხვევა კალიფორნიის შტატში, სან-დიეგოდან ჩრდილოეთისკენ, დაახლობით 50 კმ-ში მდებარე პატარა ქალაქ ენცინიტასის პოპულარულ Grandview Beach-ზე მოხდა.

ელიზაბეტ კოკსის მიერ სარძევე ჯირკვლის კიბოს დამარცხებას პლაჟზე მასთან ერთად ზეიმობდნენ მისი და – 65 წლის ჯული დევისი და დისშვილი – 35 წლის ენი კლევი, რა დროსაც ვიწრო პლაჟის შემომსაზღვრელ ქვიშაქვის ფრიალო კლდეს უზარმაზარი ლოდი, ზომით 9×7,5 მ, მოწყდა და ქალები ქვეშ მოიყოლა.

ელიზაბეტ კოკსი ადგილზე იმ წამსვე გარდაიცვალა. ჯული დევისი ენცინიტასის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ენი კლევი ვერტმფრენით ლა ხოიას საავადამყოფოში მოათავსეს, სადაც ისინი, მოგვიანებით, მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად