კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელობა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

 კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, შეხვედრის მიზანი უსაფრთხოების ნორმების გაცნობა, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდა იყო.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მოისმინეს პრეზენტაცია თემებზე: კიბერუსაფრთხოება და კიბერსივრცე; პირადი მონაცემების უსაფრთხოება; ჰაკტივიზმი, კიბერტერორიზმი და კიბერომები; სმარტფონის უსაფრთხოება; „სპამი“ და „ფიშინგი“.

თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის N8 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ბიუროს მიზანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების სტაბილური, ეფექტური და უსაფრთხო სისტემების შექმნა და გაძლიერებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად