“კი ეკლესიას” – ზუგდიდში “რუსთავი 2”-ს წინააღმდეგ “პატრიოტთა ალიანსმა” აქცია გამართა

“ჩვენ გვინდა მიუმხრობლობა,” “რუსთავი 2″ ზარალია” ‘”კი ეკლესიას”, “ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ერი” -ამ ლოზუნგებით საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ზუგდიდის ოფისმა, “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საყვირების აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მონოლოგი გააპროტესტა და მას “ნაცმოძრაობის” მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდეს.

აქციაზე 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ რამდენიმე წუთით ცენტრალური გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...