ხვიჩია თალაკვაძესთან შეხვედრაზე: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მან გაიგო რაზე ვსაუბრობდით

მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე აღარ ჯდება, “ქართულმა ოცნებამ” პარტიებთან ინდივიდუალური დიალოგი დაიწყო.

“გირჩში” ადასტურებენ, რომ არჩილ თალაკვაძეს მისივე ინიციატივით შეხვდნენ.

“ამას წინათ შემომეხმიანა არჩილ თალაკვაძე და უბრალოდ, უნდოდა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთან საუბრის გაგრძელება თუ დაწყება. რაზეც უარი არ მითქვამს, არც კი მიფიქრია, რატომ უნდა მეთქვა, თუ ადამიანს საუბარი აინტერესებდა ზოგადად.

ჩემი მოსაზრება იყო, რომ თუ გვინდა რამე გავაკეთოთ, ხალხს არ უნდა ვიჭერდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს უნდა დავამთავროთ, პოლიტპატიმრები გამოვუშვათ და მეორე – უნდა დაიდოს, თუ ის პირობა არა, რაც შეპირებული იყო, მასთან მიახლოებული პირობა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მან გაიგო რაზე ვლაპარაკობდით. ის, რომ ვერ გავაგებინეთ ერთმანეთს, ეგეთი რამე არ ყოფილა, ამის მერე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ ვიცი,” – განაცხადა პარტია “გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად