ხვიჩია: როგორც სიგარეტი, ასევე მარიხუანა ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების შემადგენელი ნაწილია

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში მარიხუანის მოწევაც ისევე ჩვეულებრივად უნდა აღიქმებოდეს, როგორც თამბაქოს მოწევა.

„მე არ ვეწევი სიგარეტს და არ მომწონს, როცა ჩემს ირგვლივ ეწევიან და სიგარეტის სუნი ხელს მიშლის სუნთქვაში, მაგრამ ჩემი აზრით ეს ყველგან არის მესაკუთრის გადასაწყვეტი. თქვენს სახლში რომ მოვიდეს ვიღაც და თქვენს მეგობრებს მოწევა აუკრძალოს… თუმცა რაც შეეხება მარიხუანის საკითხს და მის შედარებას სიგარეტთან. რა თქმა უნდა, კლასში, სკოლის მოსწავლეებთან სიგარეტის არ მოწევას მეც ვეთანხმები, რომ მათ კვამლი არ ისუნთქონ, მაგრამ ჩვენ ხომ არასდროს გვითქვამს, რომ მოდი ბავშვებმა არ დაინახონ ვიღაცეები სიგარეტს რომ ეწევიან, ასე ხომ არ ვუყურებთ მწეველებს, თუ სიგარეტის მწეველებს არ ვუყურებთ ასე, ჩემი აზრით არც მარიხუანის მწეველებს არ უნდა ვუყუროთ ასე.
ისევე როგორც სიგარეტი, მარიხუანაც ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების შემადგენელი ნაწილია. მათავარი სათქმელია, მორალურ ჭრილში როგორ უყურებ – ეს გასაკიცხია რამე თვალსაზრისით? სკოლაში მოწევის აკრძალვა გასაგებია, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას აკრძალვა, მაგალითად პარკში რომ ვიღაც ზის , თავისთვის ეწევა, ეს აკრძალულია?“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად