ხვიჩია: რევოლუციაზე გვარამიას განცხადებას ვემიჯნები, მე არჩევნების მოსაგებად ვემზადები

რევოლუციაზე გვარამიას განცხადებას ვემიჯნები, მე არჩევნების მოსაგებად ვემზადები, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელ ნიკა გვარამიას მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს სადაც „დამხობა“ იყო ნახსენები.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თუ რამე ქვეყანას არ სჭირდება, ეს რევოლუციაა.

„ამ ქვეყანას თუ რამე არ სჭირდება და თუ გვინდა, რომ რამე ცუდი მოხდეს ქვეყანაში, ეს ცუდი არის რევოლუცია. ამიტომ, მე სრულად ვემიჯნები ნიკა გვარამიას ამ განცხადებას და მიხეილ სააკაშვილის ამ გადაზიარებას. ამით არ მინდა იმის თქმა, რომ ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა ყოველთვის აკრძალულია, ეს ასე არ არის. ოღონდ ის დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს და ეს არის დადასტურებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მანამდე, ანუ სანამ არჩევნები არ გაყალბებულა, სანამ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ დაუდასტურებიათ არჩევნების გაყალბების ფაქტი, ბიძინა ივანიშივილმა რომ სიტყვა გატეხა, ეს არის ხალხის გადაგდება და სიტყვის გატეხვა, მაგრამ არა არჩევნების გაყალბება. აქედან გამომდინარე, მე ვემზადები არჩევნების მოსაგებად და თუ არჩევნები გაგვიყალბეს, შემდეგ  ვისაუბროთ სხვა სცენარებზე“ ,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად