ხვიჩია: პოლიტიკოსებმა, ექიმებმა და მედიამ, ვირუსთან ბრძოლის ეფექტურ გზად მიიჩნია, ადამიანების შეშინება (ვიდეო)

ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებელი იაგო ხვიჩია ვიდეომართვაში საუბრობს.

“ამ ვიდეოპოსტის მიზანი არ არის ჩვენი მთავრობის კრიტიკა, ჩემი აზრით ისინი განსაკუთრებით ცუდად არ იქცევიან.
თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა და კაცმა არ იცის როგორ მოიქცევიან.
ამ პოსტის მიზანი არის ვილაპარაკო იმაზე თუ როგორ შეიძლება დაგვაზიანოს ვირუსმა ყველაზე მეტად, თუ მასთან ერთად ცხოვრებას არ ვისწავლით და დიდ ხანს გავაგრძელებთ პანიკას.
იმის თქმა არ მინდა, რომ საფრთხე არ არსებობს, პირიქით
კორონა ვირუსი საშიშია.
ნებისმიერი ავადმყოფობა, რომელიც ადამიანებს კლავს საშიშია.
ზოგადად სიკვდილი საშიშია.
პოლიტიკოსებმა, ექიმებმა და მედიამ, ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად მიიჩნია, ადამიანების შეშინება.
მეტნაკლებად მესმის, ადამიანი შეაშინო, დაავადების სერიოზულობით და თან აჩვენო რა არის, ყველაზე ეფექტური გზა მასთან საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ ადამიანები შევაშინეთ, როგორც ავადმყოფობის სერიოზულობით, ისე თავისუფლების აღკვეთით.
ამიტომ ეს ადამიანები ვირუსთან ბრძოლაში სახელმწიფო ინსტიტუტების და მედიცინის გვერდით კი არ დადგა, მათ წინააღმდეგ წავიდა.
მე იმის მჯერა, რომ როცა ვირუსთან ბრძოლაში ინფიცირებული ადამიანი შენი მოწინააღმდეგეა, ვირუსთან ბრძოლას აგებ” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად