ხვიჩია: ოპოზიცია იმდენჯერ ამბობს არ შევალთ პარლამენტშიო, მჯერა რომ შევა

“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა.

“ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით რომ ის საგიჟეთი, რომელის “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოაწყო ჩვენ არ ვიყავით გარეული და ჩვენ ამას ვეწინააღმეგებოდით. ჩვენ გვინდოდა ეს ხალხი შეგვერიგებია, ყველანი შევსულიყავით პარლამენტში მნიშვნელოვანი დათმობების სანაცვლოდ და გვეფიქრა როგორ გამოგვეყვანა ამ მდგომარეობიდან ეს ქვეყანა.

მე მჯერა რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, იმდენად ხშირად ამბობენ არ შევალთ, არ შევალთო რომ თუ მართლა არ გინდა შესვლა ამდენჯერ არ იტყოდნენ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად