ხვიჩია: ხელისუფლებაში მოსული პარტიები ერთმანეთს არ ვიჭერთ, არ ვაწამებთ ციხეებში და არ ვაკონტროლებთ მართლმსაჯულების სისტემას

დღეს “ქართული ოცმების” ხელისუფლების ოპონენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომელიც სასამართლო სისტემის ცვლილებებს შეეხება.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსულ არც ერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მართლმსაჯულების სისტემა დაიმორჩილოს.

“ეს არის ერთგვარი წინასწარი პირობა, რომელზეც ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, თუ რას გააკეთებენ მას შემდეგ, რაც იქნებიან ხელისუფლებაში. ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის ხელისუფლებაში მოსულ პარტიებს ჰქონდათ ცდუნება, რომ მართლმსაჯულების სისტემა ხელში ჩაეგდოთ. ეს უნდა დასრულდეს. უნდა გავაგრძელოთ ნორმალური საზოგადობასავით მოქცევა. ერთმანეთს არ ვიჭერთ, არ ვაწამებთ ციხეებში და არ ვაკონტროლებთ მართლმსაჯულების სისტემას, უფრო სწორად ვერ ვაკონტროლებთ მართლმსაჯულების სისტემას”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ “ფორმულასთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად