ხვალიდან, ტაქსების გარდა, ავტომობილებში წინ დაჯდომა ნებადართული იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმ შეზღდუვებზე ისაუბრა, რომელიც 23 მაისიდან ქვეყანაში უქმდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, 23 მაისიდან ავტომობილში სამკაციანი შეზღუდვა მოიხსნება ყველა საავტომობილო საშუალებაზე, გარდა ტაქსებისა.

ამასთან, როგორც “აიპრესს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ხვალიდან, ტაქსების გარდა, ავტომობილებში წინ დაჯდომა ნებადართული იქნება.

უფრო დეტალურად, თუ რა შეზღუდვა უქმდება და რა რჩება 23 მაისიდან ქვეყანაში, იხილეთ ბმულზე: “რა უქმდება და რა შეზღუდვა რჩება 23 მაისიდან – გიორგი გახარიას განმარტება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად