ხვალიდან, “ქართული ოცნების” ოფისში თბილისის შტაბებთან შეხვედრები განახლდება

როგორც “აიპრესისთვის” ხდება ცნობილი, ხვალ შეხვედრებს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დაესწრებიან.

შეხვედრების მიზანი თბილისის მასშტაბით ამომრჩევლების საჭიროებების შესწავლა და იმ პრობლემების განხილვა იქნება, რაც მოსახლეობას აწუხებს. საუბარი იქნება მეორე ტურთან დაკავშირებულ გეგმებზე.

“აიპრესის” ინფორმაციით, შეხვედრები დილის 10 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად