ხვალიდან ორბელიანების სასახლეში ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში 18 თებერვლიდან დაიწყება ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები.

შეხვედრები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.
უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებას, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან.
ასევე, 18 თებერვალს პრეზიდენტის სასახლეში გაიხსნება სივრცე ემიგრანტების და უცხოეთის დიასპორების წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად