ხვალიდან, ინფექციურ საავადმყოფოსთან სტატისტიკაზე ტრადიციული ბრიფინგი აღარ იქნება, განცხადებებს მთავრობა გააკეთებს

ხვალიდან, ინფექციურ საავადმყოფოსთან სტატისტიკაზე ტრადიციული ბრიფინგები აღარ იქნება, განცხადებებს მთავრობა გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას “აიპრესს” ინფექციური საავადმყოფოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უდასტურებს.

მისი თქმით, პერიოდულად და თემის აქტუალურობის შესაბამისად, ინფექციონისტები და კლინიკის ხელმძღვანელობა  ბრიფინგებს გამართავს.

გიორგი ბერიძემ მედიის წარმოადგენლებს შეტყობინებაც გაუგზავნა:

“ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო! გთხოვთ, გადასცეთ ერთმანეთს და კოლეგებს სამსახურში: დილის კომენტარი საერთო სტატისტიკასთან დაკავშირებით აღარ გაკეთდება ჩვენს კლინიკაში. ლოგიკურიცაა ინფორმაცია მივიღოთ მეც და თქვენც მთავრობისგან დილის სხდომის შემდეგ. ვაგრძელებ მეგობრობას და თანამშრომლობას მეც და ინფექციური კლინიკის თანამშრომლებიც…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად