ხვალიდან გერმანიის ბუნდესლიგა განახლდება

ორთვიანი პაუზის შემდეგ გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი ხვალ განახლდება. გადაწყვეტილება 6 მაისს მიიღეს, რაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოაცხადა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში სპორტული და სხვა ღონისძიებები შეწყვეტილი იყო. გერმანია პირველი ქვეყანაა, სადაც ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდება. ბუნდესლიგა 13 მარტს შეწყდა და ხვალ პირველი მატჩები გაიმართება პაუზის შემდეგ. ხვალ ბუნდესლიგაში 6 მატჩი გაიმართება, მათგან ყველაზე დიდ ინტერესს დორტმუნდის “ბორუსიასა” და გელზენკინხენის შალკეს შორის გასამართი მატჩი იწვევს.

FIFA-ს მიერ დადასტურებული ცვლილების თანახმად, 5 ცვლილების განხორციელება იქნება შესაძლებელი. ასევე მატჩები ჩატარდება მაყურებლის გარეშე და რეგულარულად ჩატარდება სწრაფი ტესტები.

უკვე ცნობილია, რომ საფეხბურთო ჩემპიონატი ჩაიშალა საფრანგეთსა და ჰოლანდიაში. ასევე გიბრალტარისა და ლუქსემბურგის ჩემპიონატები. დიდი ალბათობით ჩაიშლება ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატიც. სავარაუდოდ, განახლდება ივნისში საფეხბურთო ჩემპიონატები იტალიაში, ინგლისსა და ესპანეთში.

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა. ბოლო პერიოდში მდგომარეობა შედარებით შემსუბუქდა ევროპის კონტინენტზე და ქვეყნებმა ზომების შემსუბუქება დაიწყეს. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისიდან ისხნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად