ხვალიდან, დედაენის ბაღში, საშობაო ქალაქი სტუმრებს ელოდება

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, საახალწლო ქალაქი სტუმრებს 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. ყოველდღე დილის 10 საათიდან, ღამის 12 საათამდე, დედაენის ბაღში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი.

კერძოდ, საახალწლო ქალაქის ფარგლებში გაიხსნება საახალწლო ბაზრობა. მოეწყობა ყინულის მოედანი, კინოს მოყვარულთათვის კი ღია კინოთეატრი იფუნქციონირებს. ასევე დაგეგმილია ხის ნაკეთობათა სახელოსნოს გახსნაც.

დედაენის ბაღის სტუმრებისთვის 24 დეკემბრიდან 7იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად ქართველი მომღერლების საახალწლო კონცერტები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად