ხვალ ზეთისხილის საერთაშორისო დღე აღინიშნება

ხვალ, 26 ნოემბერს ზეთისხილის საერთაშორისო დღე აღინიშნება. რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება.

ხვალ საქართველოს ცერემონიების სასახლე ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, ღონისძიება (მალხაზ აბდუშელიშვილის ქ.) 11:00 საათზე დაიწყება.

ზეთისხილის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრებიან და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ​ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე.

შეგახსენებთ, თბილისში უკვე მეორე დღეა, 48 ქვეყნის წარმომადგენელი მსოფლიოში ზეთისხილის განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობს. საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას მასპინძლობს.

საკონტაქტო პირი ხათუნა მიქაცაძე 591 50 99 99;

კომენტარები
იტვირთება...