ხვალ, ვაკე-საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ავრცელებს.

“ხვალ, საღამოს კომპანია  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის ქუჩა N221-თან, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითსამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ18 ივლისს 22:00 სთდან 19 ივლისის, 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:


ვაკე-საბურთალოს რაიონში:

პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის და მიმდებარე ქუჩებს; ნუცუბიძის Iმრ/რ-ის ნაწილს;  ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს;  ვაჟა-ფშაველას V კვარტლის ნაწილს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახითმიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –  www.gwp.ge”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...