ხვალ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ვლადიმერ კაკაბაძის მოსმენა 12 საათზე დაიწყება

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენენ, თუმცა მოსმენა 10 საათის ნაცვლად 12 საათზე დაიწყება.

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ტექნიკური ცვლილება გამოიწვია იმან, რომ ორშაბათს, 14 ოქტომბერს არის ოფიციალური დასვენების დღე, რის გამოც კომიტეტი ვერ შეძლებს პლენარულ სხდომაზე გასატანი მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვას. ამის გამო, კანონპროექტების განხილვა, კომიტეტს ხვალ დილის 10 საათიდან – 12 საათამდე მოუწევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად