ხვალ, თბილისში 700-მდე დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

ამის შესაებ ინფორმაციას აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისში, 700-მდე დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა. ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და პარლამენტის დეპუტატები დაესწრებიან.
მისამართი: თბილისი, შ.ნადირაშვილის ქ.N24, საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“.”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად