ხვალ, თამბაქოს კვამლისგან 100%-ით თავისუფალი დაწესებულებების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება

2018 წლის 14 დეკემბერს, 13:00 საათზე ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (კახეთის გზატკეცილი, 99) გაიმართება „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების“ კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი თამბაქოს კვამლისგან 100%-ით თავისუფალი დაწესებულებების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

მონიტორინგი განხორციელდა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურები, პროფესიული ასოციაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

შეხვედრის მიზანია წარმატებული დაწესებულების მხარდაჭერა, რომლებიც თამბაქოსაგან თავისუფალი დაწესებულების განსაკუთრებულად კარგი მაგალითი არიან. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, ძირითადი მიგნებები და არსებული პრობლემები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების როლი მონიტორინგის განხორციელებაში; აგრეთვე, „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების“ კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული სხვა ინტერვენციები;

შეხვედრა ხორციელდება „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძიერების“ კომპონენის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად