ხვალ სასამართლო ზუგდიდში, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს

ზუგდიდში, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ პირს, 51 წლის გელა ქანთარიას, ბრალს სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგენენ. ხვალ კი ზუგდიდის რაიონული სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ქანთარიას ადვოკატმა ზვიად ქობალავამ განაცხადა.

“რადგან ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება,აქ გვაქვს სავალდებულო დაცვის შემთხვევასთან საქმე და ჩართული ვარ როგორც სახაზინო ადვოკატი“,-განაცხადა. გელა ქანთარია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირია.

გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გელა ქანთარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი (ცეცხლსასროლი იარაღი) ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად