ხვალ, საქართველოს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 28 თებერვლიდან 3 მარტამდე მოლდოვას, საქართველოსა და უკარაინა ეწვევა. ევროსაბჭოს პრეზიდენტი ხვალ საქართველოს ეწვევა.

კიშინიოვში, პრეზიდენტი მიშელი შეხვდება მოლდავეთის პრეზიდენტ მაია სანდუს, საქართველოში კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს. ასევე ეწვევა ადმინისტრაციულ საზღვრის ხაზს და შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.

უკრაინაში კი  პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც ევროსაბჭოს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  ვიზიტის  დროს ძირითადი თემა ორმხრივი ურთიერთობებზე, Covid-19- ის წინააღმდეგ საერთო ბრძოლისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალის შესახებ იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...