ხვალ, რუხი მოლში, საშემოდგომო ბაზრობა 10:00 საათიდან გაიმართება

ხვალ, 9 ნოემბერს, რუხი მოლში, საშემოდგომო ბაზრობა  10:00 საათიდან გაიმართება.

საშემოდგომო ბაზრობაში სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტები მიიღებენ მონაწილეობას.

ბაზრობაზე საბითუმო ფასად წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქციის სხვადასხვა სახეობა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები და ფლორისტების გამოფენაგაყიდვა.

საშემოდგომო ბაზრობაში მონაწილეობის მსურველ მეწარმეებს რეგისტრაციის გავლა რუხი მოლის ადმინისტრაციაში შეეძლებათ.

საშემოდგომო ბაზრობით დაინტერესულ მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტი სავაჭრო ცენტრ ,,ალიანსისმიმდებარე ტერიტორიიდან ყოველ 15 წუთში მოემსახურება.

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად