ხვალ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა იწყება

ხვალ 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა იწყება.

17 და 18 ივლისს კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანბანური თანმიმდევრობით გამოცხადდებიან.

17 ივლისს ზურაბ აზნაურაშვილს, თამარ ალანიას, დიანა ბერეკაშვილს, თამარ ბურჯანაძეს და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ.

18 ივლისს შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძეს,გიორგი გოგიაშვილს, მირანდა ერემაძეს და მამუკა ვასაძეს მოუსმენენ

მოსმენაზე კანდიდატები ინდივიდუალურად წარდგებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...